пятница, 3 июля 2009 г.

საღებარი და საღებავი


პროექტის სახელი:
საღებარი და საღებავი

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ
საღებარის და საღებავის განმარტებებს, აგრეთვე ინფორმაციას მათი გამოყენების შესახებ.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან
საღებარს და საღებავს, მოახდენენ მათ კლასიფიკაციას. მოიძიებენ რა საღებარ(პიგმენტი) ნივთიერებებს იყენებდა და იყენებს ადამიანი პრეისტორიული ხანიდან დღემდე. მოიძიებენ ინფორმაციას საღებავების დანიშნულების შესახებ. შეიძენენ მატყლს(ბუნებრივ ბოჭკოს) შეღებავენ სხვადასხვა საღებავის გამოყენებით, დაამზადებენ თექას და მოაწყობენ საკუთარი თექის ნამუშევრებისგამოფენას.

მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი, X კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი იფორმაციის
მოძიება წიგნებიდან და ინტერნეტიდან. სურათების გადაღება ან
დასკანერება.საყვარელი მხატვრის შემოქმედების მოძიება. მისი
ნამუშევრების ფოტოკოლაჟის შექმნა. საპრეზენტაციო მასალის
მომზადება.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციებს მისთვის საინტერესო საკითხის
შესახებ. აგროვებს ინფორმაციას ხალხურ რეწვაში გამოყენებული
ბუნებრივი და ხელოვნური საღებავების, მათი
დამზადების ტექნოლოგიების შესახებ. მოძიებული
რეცეპტების მიხედვით ამზადებს საღებავებს და იყენებს მათ.
საპრეზენტაციო მასალის მომზადება. გამოუმუშავდებათ
ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.

სასარგებლო სხვებისთვის: გაეცნობიან ბუნებრივი და ხელოვნური
საღებავების დანიშნულებას და მათ გამოყენებას ყოფა-ცხოვრებაში.
საღებავების როლს ხელოვნებაში.

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქიმია,ბიოლოგია,ხელოვნება, შრომითი სწავლება, ისტ-ის გამოყენება.

პროექტის ფასილიტატორი: მანანა ბარბაქაძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.barbaqadze@ gmail.com